ეზოთერიკოსები განმარტავენ, თუ რა როლს ასრულებს კატა თქვენს ოჯახში - ეს კი დამოკიდებულია მის შეფერილობაზე, რადგან შინაური ცხოველის ბეწვის ფერი განსაზღვრავს მის ენერგიას.
თეთრი შეფერილობა
თეთრი ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის სიმბოლოა. ასეთი შეფერილობის კატას სამკურნალო თვისებები გააჩნია.
შესაძლოა, თავადაც შეამჩნიეთ, რომ "ფიფქიას" თქვენს სხეულზე მოკალათება
ქოლორფოინთი
ამ შეფერილობისთვის დამახასიათებელია გარდამავალი, ბაცი ფერები - ღია შეფერილობის სხეული, ასევე, შედარებით მუქი თათები, კუდი, ცხვირ-პირი და ყურები. მსგავსი ფერის კატები პატრონის დღეგრძელობაზე ზრუნავენ, მაგრამ მათი უნარები აქ არ მთავრდება. თუ თქვენ გყავთ ქოლორფოინთის შეფერილობის კატა, საკმაოდ დიდი შანსები გაქვთ, თქვენს საქმეში მწვერვალებს მიაღწიოთ.
ზოლებიანი შეფერილობა
კატისთვის ყველაზე დამახასიათებელი შეფერილობა. ეზოთერიკოსების აზრით, მათ ყველაზე ძლიერი ენერგია აქვთ. ისინიც დაკავშირებულნი არიან სხვა სამყაროებთან. ეს ნიშნავს, რომ მისი პატრონი მუდმივად მიიღებს ინტუიციურ ნიშნებს, თუ როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში.
ჟღალი შეფერილობა
ჟღალი ფერის კატა მზის ენერგიის მატარებელია. მას ოჯახში ბარაქა და სიმდიდრე მოაქვს. თავად დარჩებით გაკვირვებული, როდესაც ყველა საქმეში გაგიმართლებთ, ხოლო ამის მიზეზი თქვენს მუხლებზე მოკალათებული კრუტუნა არსებაა.
ნაცრისფერი შეფერილობა
ნაცრისფერი კატა, სხვებთან შედარებით, მოკრძალებული და შეუმჩნეველია, მაგრამ მისი მისია შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანია. ნაცრისფერ კატებს სახლში სიმშვიდე და სიმყუდროვე მოაქვთ. ის პატრონზე დამამშვიდებელ გავლენას ახდენს.
თუ თქვენს სახლში ნაცრისფერი კატა ბინადრობს, ჰარმონია და სტაბილურობა გარანტირებული გაქვთ.
სამფერა კატა
ცნობილია, რომ სამფერა კატას ოჯახში ბედნიერება მოაქვს. ყველა უბედურება თქვენს სახლს გვერდს აუვლის, დაგეუფლებათ შინაგანი სიმშვიდე და ბედნიერება მოულოდნელად თავს დაგატყდებათ.
შავი შეფერილობა
ძველი დროიდან მოყოლებული, შავი კატა ითვლებოდა ჯადოქრების შეუცვლელ მეგზურად. თუ თქვენს სახლში შავი კატა დასახლდა, დარწმუნებულნი იყავით, რომ ძლიერი დაცვა მიიღეთ.
შავი კატა თქვენს სახლს ბოროტი სულებისგან, ავი თვალისა და წყევლისგან დაიცავს. ის გაგიზიარებთ თავის სიბრძნესა და გამჭრიახობას, ამიტომ თქვენ თავად ისწავლით, თუ როგორ უნდა აუაროთ გვერდი უსიამოვნებებს.
თუ ეზოთერიკოსებს დაუჯერებთ, ზემოთ მოყვანილი განმარტებებით, იდუმალი კატები, ადამიანზე დადებით გავლენას ახდენენ და პატრონის კეთილდღეობაზე ზრუნავენ.
No comments:
Post a Comment